დავიწყებ იქიდან,რომ თამაშზე არ ვიყავი...სანის დაეზარა და მარტო წასვლა მეც დამეზარა.. :D
ჰოდა მოკლედ 10საათზე ტკბილად მამაჩემი,დედაჩემი (ფეხბურთის ორი უმაგრესი Fანი) და ჩემი ძმა დასხდნენ თამაშის საყურებლად... პირველი ტაიმი მე გვერდითა ოთახში ვიყავი-ოთახი დამიმთავრდა by the way ჰოდა ვალაგებდი რაღაცეებს... დრო და დრო გავდიოდი...
ნუ მოკლედ... რაც ჩვენ ვიცინეთ... აი ნუ... ამდენი არ მიცინია არასოდეს...
ნუ რა ხდებოდა- იტალიის ნაკრები ჩამოვიდა..დაიწყეს თამაში... ჯიგრულად თქვეს (ნუ თამაშით) არ გვჭირდება მოგებაო და ნიჩიაზეც თანახმა ვართო, თქვენც ეს გაწყობთ და ჩვენცო და მშვიდობიანად დავიშალოთო :D
მააააგრამ კახა კალაძე ისე იყო გაბოროტებული-როგორც იცით მილანში სასტავიდან ამოაგდეს,ტრავმა გქონდა და ცოტა ხანი იჯექიო,არ ხარ Fორმაშიო... ჰოოოდა გაბოროტებულმა კახიმ გოლი არ მისცა????მარა ვის კარში?... yeah... ჩვენს კარში....
ნუ მამაჩემი: ეს შობელძაღლი ვერაა??
დედაჩემი: ამას ვინმემ უთხრა რომ ქართველებთან თამაშობს და არა წინააღმდეგო? :D
მარა ნუ ჩემმა ძმამ,როგორც ფეხბურთელმა-ნუ ლანძღავთო, ყველას შეიძლება მოუვიდესო...
მაგრამ..ამიხსენით ვინმემ.... პრაქტიკულად კი არა აი თეორიულად არ იყო იმისი შანსი რომ გოლს გაიტანდა ვინმე ჩვენს კარებში და როჟა რომ არ ამხტარიყო და თავი რომ არ ეხია საერთოდ არც არაფერი არ იქნებოდა...
ნუ კაი... სანი ყველას ამშვიდებს-მერე რაო... ტუდაო სუდაო...
გადის ხანი...
მეორე გოლი!... ისევ ჩვენს კარში და ისევ კალაძემ! I was like- WTF?? და ნუ გავხედე ჩემებს და აი ჩუმად სხედან,ხმას არ იღებენ.... და სანი რომელიც ერთი წუთის წინ ამართლებდა-მერე რაო,უცებ- აუ მე ამისი.. და ნუ როგორც გრძელდება ხოლმე... მამაჩემს და დედაჩემს სიცილი აუტყდათ... თამრო:რა ქნას შვილო უყვარს იტალიელები :D და იხევიან ნუ.. მეც გადმომდეს და მეორე გოლის მერე არც გავჩერებულვარ...
არა,აი წარმოიდგინეთ: საწყალმა ლომაიამ იტალიელების დარტყმები აიღო, მარა კალაძის დარტყმება ისე გამოაშტერა... რეავიცი...
ნუ ხო ვიცინით დრო და დრო.. და უცებ რომ გამოაცხადეს- ცქიტიშვილი გამოდისო-ნუ აი მაგაზე ვასულიერებდით ერთმანეთს...
ვინააა ცქიტიშვილი??? მამაჩემის ტოლა კაცია, ტიპს ღიპი ადევს- ნუ კაი ეს რა არის- როჟა არააა ფეხბურთელი! აი ჰკითხეთ ვისაც გინდათ-არცერთ საფეხბურთო კლუბში არ თამაშობს! არაა ნუ ფეხბურთელი-ზატო ნაკრებშია :D :D :D ნამუსი როგორ არ აწუხებს? :|
ჰო ნუ რა ხდებოდა კიდე... ნუ ერთი მომენტი ბუFონმა მაგარი ბალეტი ჩაატარა... :D
ისე მათე ვაწაძეს ერთი პერიოდი ჰქონდა შანსი მაგრამ წაიქცა (სანისთან თამაშობდა ადრე გუნდში,ჰოდა რაც თამაშებზე დავდიოდი ტიპი სულ ვარდებოდა... :D თან ერთი საათი იწვა ხოლმე და მსაჯს აჯერებდა რომ ტკიოდა :D ) მაააარა ისე მერე მაგან კაი პასი მისცა ვიღაცას, მარა ბუFონმა ხელით საკაიფოდ მოიგერია...
მოკლედ....
სანი: ფეხბურთი კვდება რა
მამა: ჯერ დაბადება სჭირდება მაგ ამბავს
:D
დასკვნა: ახალკაცი უნდა მოვაშოროთ.. რას ფიქრობთ? ფედერაცია ვაფშე გადავწვათ ხალხო... ან ამ ტრენერს მილიონებს რომ ატენიან-მაგ სასტავს ნებისმიერი თერჯოლის რაიონის სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი დააყენებდა!
არა,კი ბაზარი არააა,სასაცილოა,მაგრამ ამ ოპოზიციის ხელში ისედაც ბევრი გვაქვს სასაცილო და იქნებ ფეხბურთზე მაინც არ გვაცინონ?... :| გვეყო ამდენი სიცილი :D საქმე სიცილის ნაცვლად :D :givi: