Sep 14, 2009

*♥ GAU.ს პირველი დღე...

არ მჯერა რომ უკვე მეორე კურსზე ვარ... ♥*

გზაში, სკოლაში მიმავალთ რომ ვხედავდი მეცინებოდა... კერქი იყო ახალგაზრდობა :D :D

ჰოდა... დღეს პირველი დღე იყო... სანი არ იყო სახლში,ამიტომ ავტობუსით წავედი.. კაი დასაწყისია ხო? :D ნუ მარა ის მიმხნევებდა გულს რომ ჩანთაში სამი ლუდი მედო ჩემი გოგოებისთვის... (აბა ფხიზელი Gაუში ,პირველ დღეს თან, ჩემი მტერი შესულა... )

ჰოდა ნუ რაღაც ცხრილი მოგვცეს.. არ იყვნენ ბავშვები იმდენად... დეკანი აღარ მასწავლის რაც უუუუუუზომოდ მიხარია... ახალი ლექტორები გვყვავს და იმედია ისინი სწორი ორიენტაციისანი იქნებიან.. (დავიტანჯეთ :D )........ უიჰ მართლა ლილუაშვილი ისევ სამოქალაქოზე გვყვას და მაგრად გამისწორდა.. მიიიიყვარს რა ეგ კაცი :D ჰო.. ნუ..ეშო.... აჰ ჰო, პირველივე დღეს წავიდა ინტრიგები, ჭორები, აეეე მეთქი-სტოპ... მაცადეთ... რამდენიმე ბავშვმა დაგვშოკა რასაც ჰქვია..... ჰო ნუ კიდე რა... პირველი დღისთვის ძალიან ბევრი ენერგია და ემოცია მივღე :( ესეც არ შეიძლება :(

ჰო ნუ მაგის მერე.. მოვიტაცეთ კეკუ და ჩავედით მზიურში.. რაღაცეებს ვყვებოდით.. ბლა ბლა ბლა... დავლიეთ... თეომ მაგარი გაჭედა :D ბავშვი რძეზეა გაზრდილი და პაპსავიკ 3დ.ს ვტენიდით :D

მე და ანას გაგვიტყდა 3დ... ნუ აი არანაირი გემო არ აქვს რა.. ძალიან პაპსავიკია...

ჰო მერე შოკოლადები ამოაძრო თეომ- მაღაზია გამოიტანა აშკარად :D


ჰოდა ნუ სასიამოვნო იყო .... BUT! it's only a start!!!



პ.ს ამ ფოტოში მე ლოცვას ვკითხულობდი, გოჭები კი ამინ-cheers ღაღადებდნენ...



HaVe a niCe DaY :kiss:

ჩემი ოთახიც მოვრჩი!* =]

ეს დღეები სასტიკად ბევრი რაღაც გადამხდა...მაგრამ უზომოდ მეზარება წერა... ამიტომ მოკლედ გეტყვით იმას რაც ყველაზე მეტად მიხარია :D


ოოოოოოოოოოოოოთახი დავამთავრე :)

ჰო..ნუ როგორც იცით, ან რა იცით :D რემონტი გვაქვს სახლში... ჰოდა ჩემი ოთახიც დავამთავრეთ უკვე.. საშინელებაა რა ეს რემონტები, რას იტყვით?... დალაგების პროცესი კი- თავის მოკვლა... მარა ნუ როგორღაც დავლაგდი და უზომოდ მიხარია...

აი ეს კუთხე მიყვარს ყველაზე მეტად... ( და საწოლი :D )




ჰოდა იმედია დარჩენილ ოთახებსაც მოვრჩებით =) I think I feel happy for that :D

Sep 5, 2009

საქართველო VS იტალია, mY CommenT

დავიწყებ იქიდან,რომ თამაშზე არ ვიყავი...სანის დაეზარა და მარტო წასვლა მეც დამეზარა.. :D

ჰოდა მოკლედ 10საათზე ტკბილად მამაჩემი,დედაჩემი (ფეხბურთის ორი უმაგრესი Fანი) და ჩემი ძმა დასხდნენ თამაშის საყურებლად... პირველი ტაიმი მე გვერდითა ოთახში ვიყავი-ოთახი დამიმთავრდა by the way ჰოდა ვალაგებდი რაღაცეებს... დრო და დრო გავდიოდი...


ნუ მოკლედ... რაც ჩვენ ვიცინეთ... აი ნუ... ამდენი არ მიცინია არასოდეს...

ნუ რა ხდებოდა- იტალიის ნაკრები ჩამოვიდა..დაიწყეს თამაში... ჯიგრულად თქვეს (ნუ თამაშით) არ გვჭირდება მოგებაო და ნიჩიაზეც თანახმა ვართო, თქვენც ეს გაწყობთ და ჩვენცო და მშვიდობიანად დავიშალოთო :D

მააააგრამ კახა კალაძე ისე იყო გაბოროტებული-როგორც იცით მილანში სასტავიდან ამოაგდეს,ტრავმა გქონდა და ცოტა ხანი იჯექიო,არ ხარ Fორმაშიო... ჰოოოდა გაბოროტებულმა კახიმ გოლი არ მისცა????მარა ვის კარში?... yeah... ჩვენს კარში....
ნუ მამაჩემი: ეს შობელძაღლი ვერაა??
დედაჩემი: ამას ვინმემ უთხრა რომ ქართველებთან თამაშობს და არა წინააღმდეგო? :D

მარა ნუ ჩემმა ძმამ,როგორც ფეხბურთელმა-ნუ ლანძღავთო, ყველას შეიძლება მოუვიდესო...

მაგრამ..ამიხსენით ვინმემ.... პრაქტიკულად კი არა აი თეორიულად არ იყო იმისი შანსი რომ გოლს გაიტანდა ვინმე ჩვენს კარებში და როჟა რომ არ ამხტარიყო და თავი რომ არ ეხია საერთოდ არც არაფერი არ იქნებოდა...

ნუ კაი... სანი ყველას ამშვიდებს-მერე რაო... ტუდაო სუდაო...

გადის ხანი...

მეორე გოლი!... ისევ ჩვენს კარში და ისევ კალაძემ! I was like- WTF?? და ნუ გავხედე ჩემებს და აი ჩუმად სხედან,ხმას არ იღებენ.... და სანი რომელიც ერთი წუთის წინ ამართლებდა-მერე რაო,უცებ- აუ მე ამისი.. და ნუ როგორც გრძელდება ხოლმე... მამაჩემს და დედაჩემს სიცილი აუტყდათ... თამრო:რა ქნას შვილო უყვარს იტალიელები :D და იხევიან ნუ.. მეც გადმომდეს და მეორე გოლის მერე არც გავჩერებულვარ...

არა,აი წარმოიდგინეთ: საწყალმა ლომაიამ იტალიელების დარტყმები აიღო, მარა კალაძის დარტყმება ისე გამოაშტერა... რეავიცი...

ნუ ხო ვიცინით დრო და დრო.. და უცებ რომ გამოაცხადეს- ცქიტიშვილი გამოდისო-ნუ აი მაგაზე ვასულიერებდით ერთმანეთს...

ვინააა ცქიტიშვილი??? მამაჩემის ტოლა კაცია, ტიპს ღიპი ადევს- ნუ კაი ეს რა არის- როჟა არააა ფეხბურთელი! აი ჰკითხეთ ვისაც გინდათ-არცერთ საფეხბურთო კლუბში არ თამაშობს! არაა ნუ ფეხბურთელი-ზატო ნაკრებშია :D :D :D ნამუსი როგორ არ აწუხებს? :|


ჰო ნუ რა ხდებოდა კიდე... ნუ ერთი მომენტი ბუFონმა მაგარი ბალეტი ჩაატარა... :D

ისე მათე ვაწაძეს ერთი პერიოდი ჰქონდა შანსი მაგრამ წაიქცა (სანისთან თამაშობდა ადრე გუნდში,ჰოდა რაც თამაშებზე დავდიოდი ტიპი სულ ვარდებოდა... :D თან ერთი საათი იწვა ხოლმე და მსაჯს აჯერებდა რომ ტკიოდა :D ) მაააარა ისე მერე მაგან კაი პასი მისცა ვიღაცას, მარა ბუFონმა ხელით საკაიფოდ მოიგერია...

მოკლედ....

სანი: ფეხბურთი კვდება რა
მამა: ჯერ დაბადება სჭირდება მაგ ამბავს

:D

დასკვნა: ახალკაცი უნდა მოვაშოროთ.. რას ფიქრობთ? ფედერაცია ვაფშე გადავწვათ ხალხო... ან ამ ტრენერს მილიონებს რომ ატენიან-მაგ სასტავს ნებისმიერი თერჯოლის რაიონის სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი დააყენებდა!

არა,კი ბაზარი არააა,სასაცილოა,მაგრამ ამ ოპოზიციის ხელში ისედაც ბევრი გვაქვს სასაცილო და იქნებ ფეხბურთზე მაინც არ გვაცინონ?... :| გვეყო ამდენი სიცილი :D საქმე სიცილის ნაცვლად :D :givi:

Sep 4, 2009

*♥ ..anO.oTheR SummeR ouT.. ♥*

წავიდა ზაფხულიც... ჰოოდა...ახალი შემართებით და გეგმებით ვუბრუნდები სწავლას... არა,აი ვერასდროს წარმოვიდგენდი Gაუ თუ მომენატრებოდა... ნუ რა არ ხდება...

ჰოდა ჩემი გეგმის ლაითი მონახაზი:

1.მე,მერლო და რაჭა ახალ ლუდის საერთაშორისო დღეს ვადგენთ... ეხლა 4შაბათს ან პარასკევს იქნება... ნუ ხო ვიცით,რომ არსებობს უკვე ეს დღე,მაგრამ ზუსტად არც გვახსოვს,თანაც რა მოიცდის?... sooo...

2.ლაშქრობებზე ისევ ვივლი..just სხვა სასტავთან...

3.უი ხო, მე და ნუკამ მცხეთობას უნდა მტკვრის და არაგვის შესართავი გადავცუროთ-ტრადიციაა უკვე და ვერ დავარღვევთ : D

4. ერთ კონფერენციაში ვაპირებ მონაწილეობის მიღებას რომელიც გერმანიაში ტარდება..


5. ნუ სწავლას რაც შეეხება-სუიციდამდე =]]] ჰიჰიჰ ... ( უცხოპლანეტელი,ზედმეტსახელად John Grey აღარ მასწავლის მეორე კურსზეეეეეეე (party) ) =]

ჰოოოდა... ნუ ეს ძალიან ზედაპირულად...

ვნახოთ რაც იქნება...

JaZz-ის მოყვარულებო, გიხაროდენ!

ე.ი მეგობარმა მითხრა რამდენიმე დღის წინ როოოომ თბილისის ჰოლში 27ოქტომბერს ჯაზის ერთ-ერთი მამა,მარკუს მილერი გამოდიიიის!... =] ნუ უმაგრესი ჯაზმენია.. ბათუმში რომ იყო მაშინ ვერ მოვახერხე მისვლა..ჰოოოოდა ეხლა უნდა ავინაზღაურო დანაკლისი... თან გავიგე რომ Christian Scottიც გამოდისო, ანუ უუფრო მაგარი იქნება.... 

SoOo..Who'S Comin'? =]